„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას "ორთოდოქს თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული კომუნიკაცია თბილისში მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფონზე შედგა, რომელიც ახლად არჩეული საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის პირველ საპატრიარქო ლიტურგიას დაესწრო.
"ორთოდოქს თაიმსის" ინფორმაციით, საუბრისას მსოფლიო პატრიარქმა პირადად მიულოცა პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრება და გულწრფელად უსურვა ნაყოფიერი და ხანგრძლივი მსახურება, მორწმუნე ქართველი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.