„თბილისი პრაიდი" და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლომ საქმე განსახილველად დაარეგისტრირა

სტრასბურგი

„თბილისი პრაიდი" და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე განსახილველად დაარეგისტრირა. როგორც "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმე ეხება გასული წლის 5-6 ივლისის მოვლენებს - ძალადობრივი ჯგუფების მიერ "ღირსების მარშის" ორგანიზატორებისა და ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას.

მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს სთხოვენ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა, რაც გულისხმობს დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას.