პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თუ სწორად ავაშენეთ, კატასტროფული მიწისძვრებისგანაც შეგვიძლია თავი დავიცვათ, - ამის შესახებ სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდგომმა სურათმა აჩვენა, რომ მშენებლობების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი გადარჩა, შესაბამისად, უსაფრთხოება მშენებლობის ნაწილში მნიშვნელოვანია.
ამასთან, სეისმოლოგის განცხადებით, კავკასია „საშუალო სეისმურ რეგიონად“ ითვლება და ისეთი ძლიერი მიწისძვრები, როგორიც მაგალითად, თურქეთში მოხდა, ნაკლებად მოსალოდნელია. სეისმოლოგი ფიქრობს, რომ ქალაქში 5-6 მაგნიტუდას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს.