კასპში 18 წლის ზუკა გულაროვს ეძებენ

ბავშვი

კასპში 18 წლის ზუკა გულაროვს ეძებენ. ინფორმაციას კასპის ჯგუფში ახალგაზრდას ნათესავები ავრცელებენ. მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.

გავრცელებული ინფორმაციით, გულაროვი 12 დეკემბერს გამთენიისას სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს.

„მეგობრებო დაგვეხმარეთ, წუხელ სახლიდან გავიდა და მას მერე ვეძებთ, თუ ვინმემ შეამჩნიეთ დამიკავშირდით ნომერზე 555208518. ძალიან გთხოვთ“,- წერია ინფორმაციაში.