ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა

ბათუმის აეროპორტი

დღეს, 13 დეკემბერს ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ყველა ფრენა გაუქმებულია. მიზეზი უამინდობაა.

სტამბოლის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან სამი ფრენა იყო დაგეგმილი: „თურქიშ ეარლაინის“ 2 რეისი და „პეგასუსის“ 1 რეისი.

ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის უცნობია, როდის შესრულდება ფრენა სტამბოლისკენ.

ბათუმის აეროპორტიდან დღეს კიდევ 5 ფრენაა დაგეგმილი მოსკოვის, თელავივის და სოჭის მიმართულებით. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეს რეისები გაუქმებული არ არის.