ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ.
ჩვენი ინფორმაციით, ელოშვილი სახლში, სავარაუდოდ ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, 2017 წელს კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდისა და USAID-ის პროექტებში.