პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი მომავალი წლის თებერვალში ახალი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება.
„წვევამდელები მინიმუმ სამი თვე ემზადებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი იერიშის შემდეგი ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავენ, როგორც წინა წელს. ეს მათი გეგმაა“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
როგორც ის აღნიშნავს, რუსეთში 300 ათასი სამხედროს მობილიზაცია ნიშნავს, რომ მათი ნახევარი, მინიმალური წვრთნის შემდეგ, მოსკოვის მიერ ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობების შედეგად ძალების გასამყარებლად გამოიყენება, ხოლო მეორე ნახევარი კი უფრო საფუძვლიან წვრთნას გადის სამომავლო საიერიშო მოქმედებებისთვის.
„რუსეთი სხვადასხვა ბაზაზე უკვე ამზადებს 150 000 მობილიზებულს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ახალი შეტევისთვის გამოიყენებენ“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.