პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი შეათანახმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
7 დეკემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი გამოაცხადა.
„რუსეთი განაგრძობს უკრაინისათვის სიკვდილისა და განადგურების მოტანას. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და ვაიძულებთ რუსეთს გადაიხადოს საფასური თავისი სისასტიკისთვის. სანქციების არსებული მერვე პაკეტი [რუსეთისთვის] მტკივნეულია. დღეს სანქციების მეცხრე პაკეტით რუსეთზე ზეწოლას ვაძლიერებთ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სანქციების მეცხრე პაკეტი შემდეგ ზომებს მოიცავს:
სასანქციო სიას 200-მდე რუსეთის მოქალაქე და კომპანია დაემატებასასანქციო სიაში მოხვდება კიდევ სამი რუსული ბანკიექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება რუსულ პროდუქციას, მათ შორის ორმაგი დანიშნულების პროდუქტებსა და ელექტრონიკასშეიზღუდება ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა