1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
აგურით ნაშენი კედლები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მშენებლებმა იპოვეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის, სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, შენობა, სავარაუდოდ, რამდენიმე საუკუნეს უნდა ითვლიდეს.
„შენობის კედლები აგურით არის ნაგები, რომელშიც თაღოვანი ნიშებია დატანებული. ერთ ნიშაში კი ძვლებია შელაგებული.
ჯერჯერობით, თარიღის დასახელება მიჭირს, მაგრამ იმდენად ღრმად არის, ვვარაუდობ, რომ რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ნანახია ადამიანის ძვლები და თავის ქალაც. დღეს ველოდებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს და ძველი ნაგებობის ფრაგმენტებს ადგილზე შევისწავლით“,- განაცხადა მარკოზაშვილმა.
სოფელი ველისციხე, ისტორიულ წყაროებში, ჯერ კიდევ მე-5 საუკუნიდან მოიხსენიება, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი.