დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი კახა გოგოლი ფოთში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, კახა მეომარი იყო და გმირულად დაიღუპა. მათივე თქმით, იგი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 15 დღეში გაემგზავრა. ახლობლებისთვის ჯერ უცნობია, თუ როდის მოხდება საქართველოში ჯარისკაცის ცხედრის გადმოსვენება.
„სოციალური ქსელიდან გავიგეთ ეს ამბავი. თავზარდაცემულები ვართ ყველა. კახა ზედმეტად პატრიოტი ადამიანი იყო, თავის სამშობლოზე უაღრესად შეყვარებული. თავის დროზე აფხაზეთშიც ომობდა. გვიჭირს მასზე წარსულში საუბარი,“- განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა ზვიად ლეჟავამ.
კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ჯარისკაცის ცხედარი უკვე ლუგანსკის ოლქშია გადასვენებული.