ზელენსკიმ გერმანიაში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ელჩი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ანდრიი მელნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, დაითხოვა უკრაინის ელჩები უნგრეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთსა და ინდოეთში.

წინა დღეს დიპლომატმა ოლაფ შოლცის მთავრობას შეახსენა რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ოთხთვიანი სრულმასშტაბიანი ომის შესახებ და ჰკითხა, რატომ არ მისცა ქვეყანას მარდერის BMP-ის მიწოდების უფლება.

მანამდე, მელნიკის სიტყვებს უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, სტეპან ბანდერასთან დაკავშირებით, პოლონეთში უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩის პოზიციას გაემიჯნა.

ასევე, კრიტიკული შეფასება მოჰყვა, მელნიკის სიტყვებს, როცა მან გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უთხრა, „ნაწყენი ღვიძლის ძეხვობანას თამაში სახელმწიფოებრივად არ გამოიყურება“. აღნიშნული კომენტარისთვის უკრაინის ელჩს გერმანიაში ბოდიშის მოხდა მოუწია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანულმა Bild-მა გაავრცელა ცნობა, რომ მელნიკს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე უპირებდნენ დანიშვნას.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინაში იარაღის დაბალი ინტენსივობის გამო კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია უკრაინაში იარაღის გაგზავნა იმავე ინტენსივობით, როგორც ამას აშშ-ის ხელისუფლება აკეთებს.