დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არის ის, რომ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორია მაქსიმალურად იქნება მოწესრიგებული, იმიტომ რომ არავისთვის არის მისაღები დღეს არსებული მდგომარეობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც იცით, ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყეთ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება. პირველი პროექტის განხორციელება დავიწყეთ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც გარევაჭრობამ გადაინაცვლა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. ავიღეთ ყველა უკანონო ჯიხური, რომელიც განთავსებული იყო ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო. კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება მეტროსადგურ სამგორის, კერძოდ ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე.
აქაც გვინდა მოწესრიგდეს არსებული ტერიტორია. მოხდეს განახლება, მოხდეს გარემოვაჭრეების გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე. ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობდა გვინდა ეს ყველაფერი გავაგრძელოთ ყველა მეტროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებით. ამჯერად კიდევ ერთ მსგავს პროექტს დავაანონსებ. ეს არის ახმეტელის თეატრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. მინდა დავავლო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ასევე გლდანის რაიონის გამგებელს, დაიწყეთ მუშაობა. ასევე მინდა დავავალო ჩემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომ დაიწყონ მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწესრიგება. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არის ის, რომ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორია მაქსიმალურად იქნება მოწესრიგებული, იმიტომ რომ არავისთვის არის მისაღები დღეს არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.