არის თარიღები, რომელიც გვახსენებს უდიდეს ტრაგედიას და თან ეროვნული სიამაყის საფუძველია - კახა კალაძე

თბილისის მერი

არის თარიღები, რომელიც გვახსენებს უდიდეს ტრაგედიას და თან ეროვნული სიამაყის საფუძველია, ასეთია 9 აპრილი, ტკივილიანი და მაინც მომავლის იმედით სავსე, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებაში, რომელსაც 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.

„ისტორიაში არის თარიღები, რომელიც ერთი მხრივ, გვახსენებს უდიდეს ტრაგედიას, მეორე მხრივ კი, ეროვნული სიამაყის საფუძველია. ასეთი თარიღია 9 აპრილი – ტკივილიანი და მაინც მომავლის იმედით სავსე. 9 აპრილიდან 9 აპრილამდე საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისკენ. ეს იყო მსხვერპლითა და სისხლით სავსე გზა, თუმცა, უმაღლესი მიზნის – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მომპოვებელი.

1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა 1991 წლის 9 აპრილს ისტორიული აქტის მიღებით დაგვირგვინდა“, – აღნიშნავს კახა კალაძე.