ინტერნეტში კესარია აბრამიძის საუბარი ვრცელდება - რას ამბობდა ის ბექა ჯაიანის შესახებ
1726861311
ამ წუთებში კონსერვატორიის მცირე დარბაზში ლექსო თორაძის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. ოჯახის მიმართ თანაგრძნობის გამოსახატად ადგილზე იმყოფებიან როგორც ოჯახის ახლობლები, ისე, მეგობრები, კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები.
სწორედ აქედან გააცილებენ პიანისტს რამდენიმე წუთში უკანასკნელ გზაზე.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე, რომელმაც სახელი სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის, პროკოფიევის შესრულებით გაითქვა, 10 მაისს გარდაიცვალა.
ლექსო თორაძე თბილისში,1952 წელს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და მსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში დაიბადა. ცხრა წლიდან სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავდა. დაამთავრა თბილისის და მოსკოვის კონსერვატორიები. როგორც ნიჭიერმა მუსიკოსმა მალევე გაითქვა სახელი. მის შესახებ იმათაც კი გაიგეს, ვისაც მუსიკასთან არაფერი აკავშირებდა.
ლექსო თორაძე ამერიკაში 1983 წლიდან ცხოვრობდა. საბჭოთა პერიოდში მისი ოჯახიდან გადახვეწა დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული. თბილისში დარჩენილი ოჯახი კაგებეს ყურადღების ქვეშ მოექცა. მისი წასვლა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ნათესავებს დიდ ტკივილად ექცა.
კაგებეში დაბარების შემდეგ მამა გარდაეცვალა. ამერიკაში წასულისთვის კი სამშობლოში დაბრუნება აუხდენელი ოცნება იყო. მაშინ ბევრმა გაკიცხა კიდეც ამ ნაბიჯისთვის. თუმცა, როცა თორაძის შესრულებას უსმენ, მიხვდები, რომ ეს შემსრულებელი კომუნისტური რეჟიმს ვერ დაემონებოდა. სწორედ მაშინ ხვდები, რომ ამან აიძულა, გაერისკა და ამერიკას შეხიზნოდა.