ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯიან

21 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის V მიკრორაიონის მე-3 კორპუსის მიმდებარედ სატუმბო სადგურში და რეზერვუარზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 ივნისს დილის 11:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაჟა-ფშაველას V კვარტალის მე-4 კორპუსს, ნუცუბიძის I-II მიკრორაიონის კვარტალებს, IV მიკრორაიონის N1-6, N10-12, N33-36 კორპუსებს, ნუცუბიძის ქუჩა N211, 221, 223 კორპუსებს, ბანძელაძის, ჟღენტის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.