„ჯიპის მძღოლმა თავისი საბურავი მოხსნა და „სასწრაფოს“ მანქანას დაუყენა“ - გულის ამაჩუყებელი ამბავი, ქუთაისიდან

სასწრაფო

გვერდი „ქუთაისელები“ გულის ამაჩუყებელ ამბავს აზიარებს.

„წეღან გზაზე სასწრაფოს მანქანა შემხვდა, გვერდზე გადაყენებული, ორი საბურავი ჰქონდა გახეთქილიორივე ერთ მხარეს, ეტყობა სადღაც ნამსხვრევებს გადაუარა, დაგლეჯილი იყო, , არ ვიცი გამოძახებაზე მიდიოდა მგონი, ციმციმა და სიგნალი ჩართული ჰქონდა.ზუსტად 7 მანქანა იყო გაჩერებული მის სიახლოვეს, მანქანასთან უამრავი ხალხი იყო, ზოგი ,,დანგრატით,, წევდა ზოგი სათადარიგო საბურავს ხსნიდაშორიახლოს ერთი ჯიპი ეყენა, რომლის მძღოლმაც მას შემდეგ რაც დაინახა რომ ორივე საბურავი გახეთქილი იყოთავისი სათადარიგო საბურავი მოხსნა, არ ვიცი ვერ ვერკვევი, ალბათ მიდიოდა ზომებში.მოხსნა და მიიტანა... საკუთარი ხელით დაუგო.ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, გვეშველება რამე?პასუხი:კი გვეშველებაჩვენში არის რაღაც ნამდვილი, რაღაც წრფელი, რაც ყოველ ჯერზე მიბრუნებს იმის რწმენას რომ ნამდვილი ადამიანები არსებობენ“ - წერს გვერდი „ქუთაისელები“