პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
ცვლილებები სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას, ხმაურის რეგულირების საკითხს, დამუქებული მინებისა და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებას შეეხება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია დადგენილი წესის დარღვევით, 50-ის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ხოლო ციმციმა სიგნალების (ლურჯი ან წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი, რომელიც მხოლოდ სპეც.ავტომობილებზე გამოიყენება) გამოყენება დადგენილი წესის დარღვევით, 200 ლარის ნაცვლად 2000 ლარით დაჯარიმდება.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.