1774295087
ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთნ ერთად პატრიარქის სამძიმარზე იმყოფებოდა - მოდელი კადრებს გვიზიარებს
ყოფილი „მის საქართველოს“, ტელეწამყვანი ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში შვილების ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ დედა-შვილები სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სამძიმარზე იმყოფებოდნენ.
კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც კომენტარებში აღნიშნავენ ჯანეტი შესანიშნავი დედაა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. მოქალაქეები სიონის ტაძარში დილიდან მიდიან. ისინი პატივს მიაგებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას.
თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველ დღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.
View this post on Instagram










