გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
არაერთხელ უთქვამს, რომ პატრიარქს ხშირად სტუმრობს. უწმინდესს ტრაგედიებმა დააახლოვა. მასთან სიახლოვეში ნუგეში ჰპოვა...
"ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი როცა მეგონა, ქვეყანა დაინგრა, ცა ჩამოიქცა და მორჩა ყველაფერი, აღარ არსებობს. ამ მდგომარეობიდან გამომიყვანა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
იმის მერე 33 წელი გავიდა, მე მასთან დავდივარ და ვლაპარაკობ. მე თუ მუშაობას დავუბრუნდი, ცხოვრებას დავუბრუნდი, ეს მასწავლა უწმინდესმა" - უთქვამს ინტერვიუებში ლეგენდარულ კარდიოლოგს, გულიკო ჩაფიძეს.
"პრაიმტაიმის" მკითხველს საინტერესო რჩევები მისცა, რომ სიყვარული და თბილი სიტყვები არ უნდა დავიშუროთ ერთმანეთის მიმართ. ბოლოს კი დასძინა...
გულიკო ჩაფიძე: პატრიარქი გუშინწინაც ვნახე, ახლა მოვედი სამსახურიდან და ერთ საათში წავალ საპატრიარქოში, ვინახულებ. არა უშავს. მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი დატვირთვა აქვს, ძალიან დიდი.
ყველა უნდა მოვეფეროთ. ძალიან გვჭირდება პატრიარქი. მისი ლოცვა და მოფერება გვჭირდება, მისი იმედი გვჭირდება. ეს უნდა გამოვხატოთ. სხვანაირად არ შეიძლება.