1728499899
შესაძლებელია „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს – ივანე ჩხაიძე
ივანე ჩხეიძემ განმარტა რამდენად რეალურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის დასასრულის დასაწყისი. ამ თემაზე იმუნიზაციის საბჭოს წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ვერსია აქტიურად განიხილება როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში, თუმცა პროგნოზის გაკეთება რთულია.
„ძნელი წარმოსადგენია, ვინმემ ახლა თქვას, რომ „ომიკრონი“ იქნება ბოლო მუტაცია და მასზე უფრო ძლიერი და სახიფათო ვარიანტი მომდევნო პერიოდში არ დაფიქსირდება. სამწუხაროდ, პროგნოზირება ძალიან რთულია. ასე რომ, ვადასტურებ, რომ ასეთი მოსაზრება და შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. მაგრამ კორონავირუსი ძალიან არაპროგნოზირებადია.
ძალიან ბევრი პროგნოზი, რომელსაც პანდემიის მიმდინარეობისას გამოთქვამდით, არ გამართლდა. ძალიან კარგი იქნება თუ ეს პროგნოზი გამართლდება, მაგრამ არ მინდა ამ ინფორმაციამ, განსაკუთრებით „ომიკრონის“ მსუბუქ მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარკვეული ეიფორია შემოიტანოს მოსახლეობაში“, – განაცხადა ჩხაიძემ.