შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
დღეს, 22 თებერვალს იტალიაში, რეჯო-კალაბრიაში ბელა ბუმბეიშვილსა და მიშა ვაშაყმაძეს სამი ტყუპი, გაბრიელი, მატეო და დემეტრე შეეძინათ. ტყუპების დაბადების შესახებ ინფორმაცია იტალიურმა მედიამ გაავრცელა. ამ სასიხარულო ამბავმა, საემიგრაციო საზოგადოებაში დიდი სიხარული გამოიწვია. ტყუპების დაბადების ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელში ვირუსულადგავრცელდა.
გაბრიელს, მატეოსა და დემეტრეს სახლში უფროსი და ელოდებათ. ექიმების ცნობით, საკეისრო კვეთამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ამ დროისთვის დედა და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.
exclusivetv.ge ტყუპების მამას, მიშა ვაშაყმაძეს დაუკავშირდა და მათი იტალიური ცხოვრების, ტყუპების დაბადებისა და საქართველოში ცხოვრების შესახებ, რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ბელა და მიშა ქუთაისიდან არიან, იტალიაში წლების წინ ჩამოვიდნენ. მიშა, საქართველოში სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო პირი იყო. ბელა პროფესიით ბიოლოგი გახლავთ. საქართველოში კარდიო-ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა. ოჯახი იტალიაში, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და წინსვლის მიზნით ჩამოვიდა.
როგორც ტყუპების მამა ამბობს, სამი ბიჭის შესახებ ამბის გაგებას წინ ფათერაკით სავსე ისტორია აქვს.
„ავტოავარიაში მოვყევით. იმ დროისთვის მეუღლემ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო და როცა სასწრაფო სამედიცინო მანქანამ საავადმყოფოში გადაგვიყვანა, ჩემმა მეუღლემ ექიმები წინასწარ გააფრთხილა, რომ ფეხმძიმედ იყო და ექოსკოპიის ჩატარება სთხოვა. სწორედ იმ დღეს გავიგეთ, რომ თურმე ტყუპებს ველოდებოდით. შემდეგ, ერთ-ერთი გეგმური სამედიცინო კონტროლის დროს გავიგეთ, რომ სამიდან, ორი ბიჭი იყო, მესამეს სქესი დღეს, დაბადების შემდეგ გავიგეთ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეს უდიდესი სიხარულია. ვიცი, რომ როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, ჩემი სამი ბიჭი გააგრძელებს მომავალს“. -თქვა მიშა ვაშაყმაძემ.