იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ემიგრანტი

იტალიაში ქართველი ემიგრანტი ეკა კახიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„გლოვობს ვიარეჯოელი ემიგრანტები და დაგტირიან ცხარე ცრემლებით. მშვიდობით ეკა მშვიდად იძინე შენ აატირე ვიარეჯოელი ემიგრანტები... ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

ეჰ,რატომ არ მოკვდა ის სიკვდილი შენი თავი რომ წაგვართვა ჩემო ცქრიალა,სიცოცხლით სავსე ეკუ.შენ ყოველთვის დარჩები ჩვენს გულებში,ცუდია,რომ ცხოვრების ასეთი მოკლე გზა გქონდა. ვერ დაამარცხე და გაგვიფრინდი. მოგვენატრები ემიგრაციაში შეძენილ მეგობრებს სიცოცხლით სავსე გოგო,რომელიც ყოველთვის გვანიჭებდი სიხარულს ახლა ცრემლების ზღვად ქცეულა. უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი,სადაც მართალნი განისვენებენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.