ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული ადამიანების რაოდენობა - ბიძინა კულუმბეგოვი

კორონავირუსი

ციციშვილის საავადმყოფოს კლინიკური საბჭოს წევრის დეა ნიჟარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ ინფიცირებული პირების ჰოსპიტალიზაცია მოხდეს, რომელთაც ვირუსით ავადობის მიმდინარეობის მძიმე ფორმა აქვთ და ამის რეკომენდაციას ოჯახის ექიმი აძლევთ.

„უმნიშვნელოვანესია ჰოსპიტალიზაცია მოხდეს რთული, საყურადღებო პაციენტების და ეს აუცილებლად ოჯახის ექიმმა უნდა განსაზღვროს. ინფიცირების ნიშნების დაწყების დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ოჯახის ექიმს, მან უნდა შეაფასოს სიმძიმე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხვდეს პაციენტი ჰოსპიტალში," - განაცხადა ციციშვილის საავადმყოფოს კლინიკური საბჭოს წევრმა, დეა ნიჟარაძემ.

სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი სავარაუდოდ თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწევს.

„სტაბილიზირება ქვეყნებში 3-4 კირის შემდეგ ჩანს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი ჩვენ თებერვლის მეორე ნახევრიდან უკვე უნდა გვქონდეს. უპრეცედენტო რაოდენობით პაციენტები გყავს ჩვენ აქტიური, თითქმის 150 000, მაგრამ ამავე დროს ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული ადამიანების რაოდენობა და 40% საშუალოდ ჰოსპიტალური საწოლების არის თავისუფალი. ამიტომ მე ვფიქრობ ამ ტალღას უმკლავდება ქვეყანა, შევძლებთ ჩვენ ამ ტალღის გავლას და, შესაბამისად, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მერე დიდი ხნის განმავლობაში გარკვეულწილად იქნება ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა," - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.