ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 12 მძევალი რჩება. ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე წერს და საზოგადოებას მეტი წინდახედულობისკენ მოუწოდებს.
„წინა ტერაქტის დროს როგორც იქცეოდა ფან-კლუბი და ოპომედია, ახლაც იგივეა. ისეთ კომენტარებს წერენ, თითქოს ესებუას შემთხვევაზე არ ავხსენით იგივე. შევარდნაძის დროსაც ხდებოდა, სააკაშვილის დროსაც (გაცილებით უარესი, სახელმწიფო სჩადიოდა ტერორს) ახლაც ხდება და 22-ე საუკუნეშიც მოხდება. ელემენტარულია, რომ ტერაქტის, ან მძევლად აყვანის დროს ან პოლიციას და მძევლებს უნდა გულშემატკივრობდე, ან გასუსული უნდა იყო.
დასრულდება საპოლიციო ღონისძიებები და შემდეგ უნდა ისაუბროთ, თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაგრამ დასრულების შემდეგ თქვენთვის აღარაა საინტერესო. ჩვენ ხომ საქმეზე მსჯელობა არ გვაინტერესებს?! სკანდალი გვინდა.
ისეთი კომენტარებია სოცქსელში, გამეორებაც არ მინდა. ზუსტად ასახავს ჩვენს მდგომარეობას. ვიღაც გადავის ხასიათზეა, ვიღაც პოლიტიკური ქულების დასაწერად, ნიშნის მოგების... იქ კი ხალხია, ჩვენი თანამემამულეები, გარეთ მათი ოჯახის წევრები. ჰოდა, მოითმინეთ ოპერაციის დასრულებამდე.
საზოგადოების აჟიოტაჟი ასეთ დროს ეხმარება ტერორისტს. ანა-ბანაა. ამიტომ აკწთებს "ლაივს", თორემ დაარეკინებდა 112-ზე.“ - წერს ექსპერტი.
ცნობისთვის, რამდენიმე საათია ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში სპეცოპერაციაა. ბანკში მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 12 მძევალი აიყვანა და 2 მილიონ დოლარს ითხოვს.
ბანკის ტერიტორიაზე მყოფების ინფორმაციით, ბანკში შეჭრიდან რამდენიმე წუთში, მათ უკვე გაიგეს ხმაური.
თვითმხილველის თქმით, დაინახა დამლაგებელი ქალი, რომელიც შეჭრის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ის სავარაუდოდ შიშის გამო სიმაღლიდან გადმოვარდა. მისივე თქმით, ქალს უკვე გაეწია პირველადი დახმარება და ის ერთ-ერთ მთავარ მოწმედ განიხილება.
„ატყდა ერთი ამბავი გარეთ, მერე მივედით და გავიგეთ, რომ დამლაგებელი ასული ყოფილა ზევით, რომ შევარდა ეს შიშის გამო გადმოვარდა თუ გადმოხტა კივილ-კივილით გამორბოდა ის ქალი, მანამდე ბანკში ყოფილა ეს დამლაგებელი ქალი, ფანჯარას წმენდდა და გადმოვარდნილა“, - აცხადებს თვითმხილველი.