1731614151
„ისეთი ადამიანი უნდა ეძებო, რომელიც შენი ინტერესების არის და არა ის, რომ დაინახე და მუცელში პეპლები აფრინდა…“ – თეა გვასალია
„ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ოჯახი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა… “ – ამის შესახებ ჟურნალისტმა და მთარგმნელმა, თეა გვასალიამ გადაცემაში, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ისაუბრა.
ჟურნალისტს წამყვანმა სიყვარულის შესახებ დაუსვა კითხვა.
როგორც გადაცემაში თეა გვასალია ამბობს, გვერდით ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს, რომელთანაც საერთო ინტერესები გექნება:
„ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ოჯახი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს არ არის ის, რომ დავინახე მომეწონა გავგიჟდი, რადგან მე ვფიქრობ, რომ ისეთი ადამიანი უნდა ეძებო, რომელიც შენი ინტერესების არის და არა ის, რომ დაინახე და მუცელში პეპლები აფრინდა, თუ გინდა რომ მასთან გაატარო მთელი ცხოვრება, მართლაც საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ, იმიტომ , რომ მერე შენ რომ აქ ხარ და ის იქ არის შემდეგ იწყება კონფლიქტი“ – ამბობს თეა გვასალია გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.