რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების, სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებისა და სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობები გააცნეს.
საჩვენებელ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის მცურავი საშუალებები, დრონი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.