ირაკლი კობახიძე საპატრიარქო რეზიდენციაში ილია მეორეს ეწვია

პატრიარქმა ირაკლი კობახიძე დალოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში ეწვია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად ეწვია. მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და მშვიდობა, კეთილდღეობა უსურვა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.