ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილში უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე - პრემიერი
1760633659
ცვლილებებს „სისხლის სამართლის კოდექსში“, რომელიც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა მხარი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
ამავდროულად, იმ პირების მიმართ, რომელთა მიმართაც არ შეიძლება გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა, განსაზღვრულია 5000-ლარიანი ჯარიმა. თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, მაშინ 15 000-ლარიანი ჯარიმა.
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც გასცდა კანონის მოთხოვნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით ექვემდებარება შეწყვეტას, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირები მანიფესტაციის დროს იქონიებენ იარაღს ან ნებისმიერ ისეთ საშუალებას, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებული იყოს ადამიანების ჯანმრთელობის ხელყოფისთვის, პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებულია 60 დღემდე პატიმრობა.