ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილში უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე - პრემიერი
1760633659
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, ამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, პარტიული თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება. ამავდროულად, პოლიტიკური პარტიების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაუმორჩილებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას.