1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ამ დღეებში დიდი სიხარული მქონდა, ვესაუბრე თქვენს პრემიერ მინისტრს, რომელიც ნამყოფია ათონზე. ჩვენთან იყო სტუმრად, საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ, თან ეს მაშინ იყო, როდესაც იგი არ იყო პრემიერი, ყოფილი პრემიერი იყო.
ძალიან გამიხარდა, კარგად დავილაპარაკეთ, ისიც ვუთხარი, რომ თქვენი საპატრიარქოსგან ღია მოსაწვევი მაქვს, რომ მოვინახულო ისევ საქართველო. მასაც ძალიან გაუხარდა ეს და თუ ღმერთმა ქნა და ჩამოვედი თქვენთან, შევხვდებით ერთმანეთს ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც.
თქვენი პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც ათონის მთა გულში დარჩა და ეს ჩვენც გვაიძულებს მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ ადამიანს. ეს ადამიანი აცნობიერებს, რომ არის მართლმადიდებლური ქვეყნის მმართველი, დიდ პატივს სცემს თავის ქვეყნის ტრადიციებს და არა მარტო სულიერ ტრადიციებს მიაგებს პატივს, არამედ უნდა, რომ, როგორც წმინდა სამების სახელით მონათლული ქრისტიანი, ამ ტრადიციას ცხოვრებისეულადაც განიცდიდეს. თუ მიგიწვდებათ ხმა ბატონ პრემიერთან, ჩვენი საუკეთესო სურვილები გადაეცით“.
ამონარიდი ათონის მთის, ვათოპედის მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ ეფრემ ვათოპედელსა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს შორის ახლახან შემდგარი ონლაინ საუბრიდან.