დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედარი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, სალომე ხეთაგურს ეკუთვნის.
ცნობილია, რომ დაღუპულს თბილისში, ვარკეთილში ხვალ, 18 აგვისტოს გადაასვენებენ.
მეგობრები და ახლობლები ტრაგიკულად გარდაცვლილს ემშვიდობებიან.
„ხანდახან უდიდეს ტკივილშიც კი გაგაოცებს ბუნება... მაშინ, როცა ამდენი სულისშემძვრელი ინფორმაცია მოდის შოვიდან. ძალა აღარ გაქვს მოისმინო... ელოდები. იქნებ იპოვონ შენი ოჯახის წევრი მიცვალებული მაინც... გიჭირს იმის გაფიქრება, ფრაგმენტები (რა საშინელი სიტყვაა) არ იყოს ცალ-ცალკე.
ჩემო სალომე (ხეთაგური) შენი მხიარული სახე კი ჩააქრო ბოროტმა სიკვდილმა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც კი შეეცოდე და ამ ჯოჯოხეთში სრულყოფილი დაგვიბრუნდები სახლში შენს სახლში ჩემო პატარა ანგელოზო... კიდევ მადლობა მაშველებს.. მოხალისეებს ჯარს.. სრულიად ყველას..ეს სახელმწიფოა.. ეს საქართველოა, დიდი ტკივილით..
გადარჩენილებმაც და გარდაცვლილების ახლობლებმა ტაძარში ვილოცოთ მათი სულებისთვის.. ასე უფრო სულიერ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ..
P.s. სალომეს გადმოასვენებენ თავის სახლში ზეგ, 18-ში ვარკეთილის დასახლება, გუდამაყრის 22-ში.
.. ჩემო ანგელოზო დისშვილიშვილო, დიდი ტკივილი შემოიტანე მიშა ბაბუს და შუშანა ბებოს მონაგარში....“ - წერს ახლობელი.
ასევე ნახეთ:
20 აგვისტომდე „მაგნიტური დღეებია“ - რა უნდა გააკეთოთ, რომ საფრთხე თავიდან აირიდოთ
ცნობილია, ვინ არის ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი
ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი
რამდენ გრადუს სიცხეს უძლებს ადამიანის სხეული - ექსპერიმენტის შედეგები