დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბათუმში, ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ბიჭი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორდში ცხოვრობდა. - ინფორმაციას თრიალეთი.ტვ ავრცელებს.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული.
ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, 25 წლის ბიჭი მეგობართან ერთად ზღვაში სკუტერით შევიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ცურავდა, რა დროსაც აღნიშნული სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. სკუტერს მეგობარი მართავდა.
ასევე ნახეთ:
კაცი, რომელიც რუსთავში მიკროავტობუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
,,სამწუხაროდ, მეგობარმა ვერ დაინახა და..." - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე