ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის 6 რეგიონის 19 მუნიციპალიტეტში 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

პროექტების საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს.