ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არ შეესაბამება სიმართლეს - შსს

შსს

„ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება არ შეესაბამება სიმართლეს“ - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.

რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. 

აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - გვითხრეს უწყებაში.