„ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში… აქ არ შეიძლება დაყოვნება…“ - ეკატერინე ხარხელი საჭირო ინფორმაციას გვაწვდის

ხარხელი

ტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი ყურებში, ე.წ-ლი კრისტალების გადაადგილება და სმენის უეცარი დაქვეითება – რა კავშირშია ყურში კრისტალების გადაადგილება თავბრუსხვევასთან, ყურში შულილსა და ხმაურთან? ამის შესახებ ექიმმა, ნეიროოტოლოგმა ეკატერინე ხარხელმა ტელეკომპანია
„იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

„ტინიტუსს უწოდებენ აღქმის გაუკუღმართებას, ეს არის ფანტომური ხმა, რომელიც გვესმის მხოლოდ ჩვენ აკუსტიკური გამღიზიანებლის გარეშე ანუ ბუნებაში არ არის ხმაური და ჩვენს თავში აღმოცენდება. ის ხშირად არის დაკავშირებული სმენის პრობლემებთან და ზოგადად ყურის დაავადებებთან 90 პროცენტში. შეიძლება დაიწყოს ბანალური მიზეზით – მაგალითად გოგირდოვანი საცობის არსებობით, თუმცა ეს მარტივად მოსაგვარებელია. თუმცა შესაძლოა იყოს დაკავშირებული გარეთა შუა და შიგნითა ყურის სხვადასხვა პათოლოგიებთან. აღნიშვნის ღირსია
შიგნითა ყურის სენსო-ნევრალური აპარატის დაზიანებით გამოწვეული, სენსონევრალური სმენის დაქვეითების შემთხვევები, რომელიც ძალიან დიდ პროცენტში იწვევს ტინიტუსის აღმოცენებას…

ტინიტუსი განიხილება, როგორც აისბერგის წვერი, რადგან მის გარშემო მოიაზრება ძალიან ბევრი პრობლემა. უნდა ჩატარდეს დიპ-დიაგნოზტიკა. „ემერაი“ შესაძლოა ყველა პრობლემას ვერ ხედავდეს, ამიტომ ამ დროს უნდა გაკეთდეს კატეტომოგაფია, სისხლის ანალიზი და ასე შემდეგ და შეფასდეს სმენა… ძალიან დიდი ფაქტორია სტრესი, არსებობს სტრესთან შეჭიდული ტინიტუსი, რომელსაც უწოდებენ სტრესულ ხმაურს, რომელიც გვესმის ყურში…“ – ამბობს ხარხელი.

ნეიროოტოლოგმა ასევე ისაუბრა ყურში განლაგებული, ე.წ-ლი კრისტალების
გადაადგილების შესახებ:

„ეს კრისტალები ჩვენ გვჭირდება წონასწორობის დასაცავად. მათ აქვთ თავისი ადგილმდებარეობა და რაღაც მიზეზების გამო, ხშირად უმიზეზოდ, დაუდგენელი მიზეზით მემბრანა სადაც განლაგებულია ეს კრისტალები, ხდება მემბრანის დაშლა და კრისტალები აღმოჩნდებიან ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა იყვნენ და იწვევენ თავბრუსხვევას… არსებობს ატიპიური ფორმები, როდესაც კრისტალები ასე თავისუფლად კი არ დადიან, არამედ მიწებებულები არიან გარკვეულ ადგილს, ამიტომ ჯერ უნდა გავიგოთ რა ფორმაა რის შემდეგაც უნდა ჩაატაროს სპეციალისტმა შესაბამისი მანევრი “ – ამბობს ხარხელი.