სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს
1795376617
მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, სუროგაცია აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია და მსგავსი მიდგომები ბევრ სახელმწიფოში დიდი ხანია მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ სუროგაცია აკრძალულია: ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, იტალიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, მალტაში, ლიეტუვასა და სლოვაკეთში. იტალიაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება მათაც, ვინც სუროგაციის გზას სხვა ქვეყანაში მიმართავს.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის, ინა შარენბახის შეფასებით, ქალებთან დაკავშირებული ღრმა ეთიკური საკითხის გარდა, ეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა.
"90-იანი წლების შუა პერიოდიდან, სუროგაციასთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია გვაქვს და მას თანმიმდევრულად ვიცავთ. ეს მხოლოდ ქალებთან დაკავშირებული საკითხი არ არის. ეს ღრმა ეთიკური საკითხია - ის თუ როგორ ვექცევით ადამიანს. სწორედ ამიტომ, ეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა", - აცხადებს ინა შარენბახი.