ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი "ღამის კურიერის" ეთერში BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა. ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას, უტიფარ ტყუილს უწოდებს.
"იმდენად უტიფარია ბრალდება მთელი რიგი ნიშნებით. ჯერ ერთი, ლოგიკა არ არის, ფილმს რომ უყურო ასეთ გადაღებულს, მიუკერძოებელ მაყურებელს გაუჩნდება შეკითხვა - კი მაგრამ [ერთი წლის შემდეგ] უცებ ამ ადამიანებმა, ყველამ მოიფიქრეს, მოდი, ამას ვიტყვით, რომ გამოყენებული იქნა მომწამლავი გაზი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ასე უცებ დალაგდნენ?! რასაკვირველია, ამაზე გამოძიებაც უნდა ჩატარდეს, პროაქტიული უნდა იყო მსჯელობაში, მაგრამ ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შეშფოთების რეალური საფუძველი გაგვაჩნია", - აღნიშნა ვოლსკიმ.
"ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს - დღეს ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ შარშანდელ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, აკრძალული ქიმიური აგენტი "კამიტე," იგივე ბრომობენზილ ციანიდი; გამოცემა წერს, რომ ნივთიერების დადგენაში მათ მაღალი რანგის ინფორმატორი სპეცრაზმიდან, ექიმები და ექსპერტები დაეხმარა.