„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი
1747856125
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
Imex Frankfurt 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს.
„IMEX ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებითსაქმიანი ტურიზმის კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა. MICE ტურიზმი ჩვენი სასტუმროსთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სეგმენტია და ძალიან მიხარია,რომ შეხვედრები შედგა უცხოურ კომპანიებთან, სადაც ბიზნესმენები, ე.წ. ბაიერები და ვიზიტორები მონაწილეობდნენ“-განაცხადა სასტუმრო ჰუალინგის წარმომადგენელმა ნინო ასათიანმა.
Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.