ძალადობა რადიკალი მემარცხენე დემოკრატების მიერ სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი დემონიზაციის შედეგია - ტრამპი დალასში საიმიგრაციო სამსახურის ოფისზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება

ტრამპი

დალასში, საიმიგრაციო სამსახურის ოფისზე მომხდარ თავდასხმას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალადობა რადიკალი მემარცხენე დემოკრატების მიერ სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი დემონიზაციის შედეგია.

"თრუს სოუშალის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, ტრამპმა დაწერა, რომ მიმდინარე კვირას "შიდა ტერორისტული ქსელების" დაშლის აღმასრულებელ ბრძანებას ხელს მოაწერს.

"ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, რადიკალი მემარცხენე ტერორისტების მხრიდან ძალადობის გაგრძელება უნდა შეწყდეს", - წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.