„22 დღის განმავლობაში აქ ვიდექი, ფონიჭალაში...“ - მორიგი სასწაული, რომელსაც მდუმარე ბერს უკავშირებენ
1758747279
უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა უნგრეთის პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს.
შანდორის სასახლეში გამართული საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, საქართველოს ელჩსა და უნგრეთის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა კვლავ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის.
უნგრეთის პრეზიდენტმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს.
შეხვედრის შემდეგ ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა პრეზიდენტის სასახლის სტუმართა წიგნში. ცერემონია დასრულდა გმირთა მოედანზე, სადაც საქართველოს ელჩმა გვირგვინით შეამკო უნგრელ გმირთა მემორიალი.