1758787593
ირაკლი კობახიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალურ წარმომადგენელს ანიეს ქოთუს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის მიმდინარე ეფექტიანი თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის მიმართულებით.
"აღინიშნა ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერაზე", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ესწრებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.