ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
„იმედის“ მაუწყებლობა, რომელიც დაუდგენელი მიზეზით გათიშული იყო, აღდგა. ტელეკომპანია აცხადებს, რომ ხარვეზის მიზეზის დასადგენად სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.
„ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობა ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს. შესაბამისად, უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებსაც. ვადგენთ ხარვეზის მიზეზებს“, – ნათქვამია „იმედის“ განცხადებაში.