ირაკლი კირცხალია: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სუს-ის, შსს-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, იმ გმირებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ თავის ქვეყანას

ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის თავიდან არიდებისთვის მადლობა გადაუხადა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო და ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო შესაბამისს სამსახურებს, რომლებმაც უკვე მერამდენედ თავიდან აგვაცილეს ის უბედურება - გადატრიალება, დამხობის მცდელობა, რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავდით.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, იმ გმირებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ თავის ქვეყანას, იმ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რასაც მყარად, მკაფიოდ და ხმამაღლა უჭერს მხარს ჩვენი ქართული საზოგადოება“, - განაცხადა კირცხალიამ.