„მინდა, თანხა სხვა მშობლებს გადავცე, ვისაც სჭირდება“ - ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების დედა
1760377654
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ეპარქიის კომისიაზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, ხუთშაბათს, დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით კომისია გაიმართება, თუმცა, მისგან ვერ მიიღეს დასტური გამოცხადების შესახებ.
“12 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში, არქიმანრდიტ დოროთეს გამონათქვამებთან დაკავშირებით მოსალოდნელ კომისიაზე ვისაუბრე. დღეს მისგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ. ცნობისათვის, საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა.” - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.