პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უკრაინელების „ქსენოფობია“ ბორშის მაგალითზე ახსნა.
„უკრაინაში ყველაფერი იკრძალებოდა. ყველაფერი რაც დაკავშირებული იყო ეთნოსთან და კულტურასთან. კულინარიული წიგნებიც კი. რატომ? იმიტომ რომ, არ შეიძლებოდა ბორში ყოფილიყო საერთო. ის ერთი ხალხის, ერთი ეროვნების კუთვნილება უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა საერთო ყოფილიყო? და ყველა ქალაქსა და რეგიონში დიასახლისს თავისებურად მოეხარშა? არა.
მათ (უკრაინელებს) არ უნდათ კომპრომისზე წასვლა. სწორედ ეს არის ქსენოფობია, რასიზმი და ექსტრემიზმის ყოველგვარი გამოვლინება“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა.
ზახაროვას ამ განცხადებას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისოდ გამოეხმაურა.
„იმდენი რუსია სოლოლაკში, ქუთაისური სუპხარჩოს რეცეპტი ზეპირად ვისწავლე, დავხიე და შევჭამე. სახლიდან გავიტანე ჩიხირთმის რეცეპტიც და ყველა სხვა სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტიც, საცივის რეცეპტის ჩათვლით, გადავმალე“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.