უკრაინას არ უნდოდა ბორში ყოფილიყო საერთო, ეს არის ქსენოფობია და ნაციზმი - მარია ზახაროვა

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უკრაინელების „ქსენოფობია“ ბორშის მაგალითზე ახსნა.

„უკრაინაში ყველაფერი იკრძალებოდა. ყველაფერი რაც დაკავშირებული იყო ეთნოსთან და კულტურასთან. კულინარიული წიგნებიც კი. რატომ? იმიტომ რომ, არ შეიძლებოდა ბორში ყოფილიყო საერთო.

ის ერთი ხალხის, ერთი ეროვნების კუთვნილება უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა საერთო ყოფილიყო? და ყველა ქალაქსა და რეგიონში დიასახლისს თავისებურად მოეხარშა? არა.

მათ (უკრაინელებს) არ უნდათ კომპრომისზე წასვლა. სწორედ ეს არის ქსენოფობია, რასიზმი და ექსტრემიზმის ყოველგვარი გამოვლინება“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა.