VIDEO: "აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან

icon

მომღერლები - ბექა ჩხაიძე და "თეატრალურის კვარტეტის" წევრები - კობა ჭეფხოძე და ირაკლი აბჟანდაძე (მეგობრებით) ათონის მთას სტუმრობენ. წმინდა მთის მოლოცვისას, ქართველებმა, ივერის სასწაულმოქმედი ხატის წინ, "წმინდა ღმერთო" იგალობეს. 

 ათონის მთიდან "პრაიმტაიმს" თავის ემოციებს უზიარებს ბექა ჩხაიძე.

 

ბექა ჩხაიძე: ეს არის ენით აღუწერელი ბედნიერება, თან ქართველებთან დაკავშირებით რა ისტორიაც აქვს ამ ხატს, იცით... არავის ხელით არ ინება ზღვიდან გამობრძანება. ღამით გამოეცხადა ბერძენ ბერებს და მარტო ქართველი ბერის ხელით გამოვალ ზღვიდანო და... მამა გაბრიელი შევიდა ზღვაში და გამოაბრძანა ივერის ღვთისმშობლის ხატი.

მონატრებულ დედასთან რომ ჩადიხარ, მასთან მიახლებისას ეგ შეგრძნება გეუფლება. აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. არც დიდი ხნით გაჩერების საშუალება გეძლევა. უმეტეს შემთხვევაში, ვერც ტელეფონით გადაიღებ. თუმცა დღეს  დედა ღვთისმშობელმა ინება და საგალობელიც შევუსრულეთ და ჩასახუტებლად და შესავედრებლად, თითქმის ნახევარი საათი დავყოვნდით... 

პირველი, რაც ყველამ შევთხოვეთ, საქართველოში ამჟამინდელი დაძაბული ვითარების გამო, ეს არის მშვიდობა.  მინდა არსებული ზიზღი სიყვარულად გადაგვიქციოს და გარე მტრებისგან დაგვიფაროს. ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა საქართველოს და ქართველებს. ამაზე უკეთესს, ახლა, ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის, ვერაფერს ვიზამდით.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"მოვა დრო და როცა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს, ხატს საქართველოში ბერი ნიკოლოზი შემოუძღვებაო..." - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება

"მთელი ღამე ივერის ღვთისმშობელი ცაში იდგა და მეომრებს ჯვარს გვსახავდაო..." - ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული

"განკურნებისათვის აუცილებელია..." - ვრცელდება ინფორმაცია მონასტრიდან