„ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს...“ - ბატუტზე დაშავებული მოზარდი ბათუმის კლინიკაში გადმოიყვანეს

დანიელი

ბათუმში, ბატუტზე დაშავებული 3 წლის მოზარდი თურქეთიდან საქართველოში გადმოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, ოჯახს საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.

„12 მარტს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად, გარდაიცვალა 9 წლის დავიდ ბერიძე. მისი მცირეწლოვანი ძმა 3 წლის დანიელ ბერიძე უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში. იქ გადიოდა მკურნალობას, ამჟამად ბავშვი ბათუმის კლინიკაში გადმოიყვანეს. გთხოვთ, დავეხმაროთ პატარა დანიელის ოჯახს, რადგან მას სჭირდება რეაბილიტაციის კურსი და ძვირადღირებული მედიკამენტები. გთხოვთ გააზიაროთ უფრო მეტმა რომ ნახოს და მშობლებს პატარა დანიელი ჯანმრთელი დაუბრუნოს 

მიმღები:  თაზო ბერიძე (მამა)

GE67TB7699245068100030 თიბისი

GE20BG0000000545804997 საქართველო

ილოცეთ ემიგრანტებო. სრული შოკი მივიღე ამ ინფორმაციით! მე მჯერა, დანი მაგრად იქნება უფლის წყალობას გისურვებ, დანიელ. ლოცვა მთებს დაძრავს, ელოდე და იმედი იქონიე...“- წერს შოთო სიხარულიძე.

შეგახსენებთ, 12 მარტს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა.

ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც ატრაქციონზე ორი ბავშვი იმყოფებოდა. 10 წლის დავითი გარდაიცვალა, რაც შეეხება მის ძმას, სამი წლის დანიელს, მძიმედ დაშავდა.

ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე 64 წლის კაცი დააკავეს.