„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781726347
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მთავარ" არხზე, იუმორისტული გადაცემა "The ვანოს შოუ" იხურება. როგორც ტელეკომპანიის თანამშრომლები კულუარულ საუბრებში აღნიშნავენ, შემოქმედებითი გადაცემებისთვის საჭირო მატერიალური სახსრები კომპანიას არ აქვს და "ვანოს შოუს" დახურვის მიზეზიც ეს გახდა.
"პრაიმტაიმი" სასაუბროდ ვანო ჯავახიშვილს დაუკავშირდა.
"არ მცალია, შეხვედრაზე ვარ" - ეს იყო ვანო ჯავახიშვილის პასუხი კითხვაზე: შეესაბამება სიმართლეს თუ არა გადაცემის დახურვასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
რაც შეეხება გადაცემის მთავარ პროდიუსერს, ოთო ლომთაძეს, ის "პრაიმტაიმის" ზარებს არ პასუხობს.