პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთმა უკრაინას ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დაღუპული ათეულობით უკრაინელი მებრძოლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.
მანამდე გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა და უკრაინამ პირველად გაცვალეს დაღუპული მეომრები და თითოეულმა მხარემ მეორეს 160 ცხედარი გადასცა.
პოლკ „აზოვის“ პრესმდივნის, ანა გოლოვკოს ინფორმაციით, გარდაცვლილებში „აზოვსტალის“ დამცველი პოლკის, „აზოვის“ სულ მცირე 52 მებრძოლიც იყო. ცხედრები გადაასვენეს კიევში, სადაც იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
„აზოვსტალის“ ტერიტორია მაისის შუა რიცხვებამდე რჩებოდა ქალაქის ერთადერთ რაიონად, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო დაუნდობელი გახადეს „აზოვსტალზე“ საჰაერო და სახმელეთო შეტევა. რუსეთი უკრაინელი მებრძოლებისგან მოითხოვდა იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებოდნენ.
„აზოვსტალის“ დამცველთა შორის იყვნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, მესაზღვრეები, პოლიციელები, პოლკ „აზოვის“ მებრძოლები და მოხალისეები.